ახალი ამბები
ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია ტრანსფორმატორში კატის შესვლის გამო არ მიეწოდება
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებს ელექტროენერგია, დაახლოებით, ერთი საათის წინ ავარიულად შეუწყდა. კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მთავარმა ინჟინერმა რამინ თოლორდავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ დენის მიწოდების შეწყვეტა ერთ-ერთ ტრანსფორმატორში შესულმა კატამ გამოიწვია.

„დააზიანა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილები, რომლის გარეშეც ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელია. ახლა ბრიგადები მუშაობენ და სავარაუდოდ, დაახლოებით, საათნახევარში დენის მიწოდება აღდგება“, - გვითხრა თოლორდავამ.

მისივე თქმით, ელექტრომოწყობილობაში შესული კატა გარდაიცვალა.
Print