ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღზე: არ შეიძლება შენს სახლში შესვლაზე ფულს იხდიდე
მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია საკრებულოს და ააიპ "ბოტანიკური მართვის ცენტრის" დირექტორს ზვიად ქარჩავას მოუწოდებს გადაიფიქრონ ბაღში შესვლის მსურველთათვის გადასახადის  დაწესება. ჯგუშიას თქმით, აღნიშნულ პროექტს არ ეთანხმება და ის არც ზუგდიდის მოსახლოებას მოსწონს. მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლის სანაცვლოდ ადგილობრივები თანხას არ უნდა იხდიდნენ. 

„არც დადიანებს და არც დიდ დედოფალს ეკატერინეს, როდესაც ამ მემკვიდრეობას ზუგდიდს და საქართველოს უტოვებდნენ არ უფიქრიათ, რომ აქ ვინმეს შესასვლელად ფულით დასჭირდებოდა. დღეს საკრებულო და ბაღის ადმინისტრაცია იწყებს მოლაპარაკებას, რომ შესვლა გახდეს ფასიანი. კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები მე და წინააღმდეგია ზუგდიდის მოსახლეობა.  მე ძალიან კარგად მესმის ფინანსური რესურსის მნიშვნელობა ასეთი ობიექტის შენარჩუნებისა და მოვლისთვის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადგილობრივების გადასახადების ხარჯზე. ეს ბაღი არის ზუგდიდელის სახლი, ეზოს გაგრძელება. ეს არის მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, ამიტომ გადაიფიქრეთ ეს მოსაზრება, ვარაუდის დონეზეც კი. მისი მოვლისთვის კი აუცილებლად უნდა შეიქმნას ბაღის შენარჩუნების და განვითარების ფონდი, სადაც რიგითი ზუგდიდელი, თუ ემიგრანტი სურვილის მიხედვით თვითონ გადაიხდის რაღაც თანხას. მეორე გზა არის ინვესტორებთან მუშაობის ოქროს წესი. არ შეიძლება შენს სახლში შესვლაზე იხდიდე ფულს“, - ამბობს ჯგუშია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჯგუშია ზვიად ქარჩავსთან შეხვედრასაც გეგმავს.

ზუგდიდის მერიის ააიპ "ბოტანიკური მართვის ცენტრის" დირექტორმა ზვიად ქარჩავამ ის სავარაუდო ფასები წარმოადგინა, რომლის სანაცვლოდაც მსურველები ბოტანიკურ ბაღში რეაბილიტაციის შემდეგ შეძლებენ შესვლას.

ამავე თემაზე: 

რა ეღირება, სავარაუდოდ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა
Print