ახალი ამბები
მოქალაქე მერაბ ქვარაიას: თქვენ ბრძანდებით არასრულფასოვანი ქალაქის მაჟორიტარი (ვიდეო)
ზუგდიდელმა გელა მამფორიამ, რომელიც კოლეჯ “ცხუმ ეგრისის” დირექტორი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია,  ქალაქის მაჟორიტარს მერაბ ქვარაიას მიმართა და უთხრა, რომ ის ახლა არასრულფასოვანი ქალაქის მაჟორიტარია. მამფორიას თქმით, ზუგდიდელები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ მას შემდეგ, რაც ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა.

“ქალაქი ვერ იქნება წელგამართული, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატიც ვერ იქნება წელგამართული, თუ ქალაქს სტატუსი არ ექნება. დააყენეთ ეს საკითხი თქვენს კოლეგებთან. ვფიქრობ, რომ ეს ყველა ზუგდიდელის სატკივარია და ეს იყო პოლიტიკურად გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა”,- აღნიშნა მამფორიამ.

თავის მხრივ, მერაბ ქვარაიამ უპასუხა, რომ ეს საკითხი მისთვის მტკივნეულია.

“ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად არ შეიძლება გადაწყვეტილებები მუდმივად იცვლებოდეს. უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით კარგად გაწერილი სტრატეგია“,- განმარტა ქვარაიამ.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მოსახლეობას ერთი წლის ანგარიშს აბარებს.

Print