ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია: მოვუწოდებ ყველას სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო არ ააშენონ
მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია  ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო აშენებას ეხმაურება. მისი თქმით, რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს განთავსება მიუღებელია და ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხელისუფლება კანონს დაარღვევს. მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი ამბობს, რომ ადგილობრივები  ამ ინიციატივის ეწინააღმდეგებიან და მერიას მათი ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აქციების დაწყებასაც არ გამორიცხავს.

„დღეს საუბარი არის აბსოლუტურად უფუნქციო ყინულის სახლის გადატანაზე, მაგრამ სანაცვლოდ რა? „m²“- თან აწარმოებენ  მოლაპარაკებას, რომ ყინულის სასახლის ნაცვლად ამ ადგილას სასტუმრო აშენდეს. ასიათასობით ზუგდიდელი აღშფოთებულია ამ არაკეთილგონივრული გადაწყვეტილებით. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ,  რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენება დაუშვებელია, ეს კანონის რეგულაციებიდანაც ამოვარდნილია.  ერთმანეთს,  „m²“-ის, მერიის, გუბერნიის ბიზნეს ხედვები და მოსახლეობის სოციალური ფუნქცია ეჯახება. ზუგდიდის მოსახელობის, 85 % წინააღმდეგია აქ სასტუმროს აშენების და თქვენ გინდათ ზუგდიდელების წინააღმდეგ წახვიდეთ. გპირდებით აქ მიიღებთ მრავალრიცხოვან აქციებს“, - ამბობს ჯგუშია.

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიის მიმდებარედ, იუსტიციის სახლის უკან სამშენებლო კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდულაძემ ზუგდიდში სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე ისაუბრა.



Print