ახალი ამბები
„შენი იდეა მერს“ - ზუგდიდის მერია ინტერნეტ პლატფორმას შექმნის
ზუგდიდის მერია ახალი ინტერნეტ პლატფორმის “შენი იდეა მერს“ შესაქმნელად ემზადება.როგორც რადიო „ათინათს“ მერიის პრესსამსახურში უთხრეს, პლატფორმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, ეს იქნება ცალკე ვებ-გვერდი თუ მიბმული იქნება მერიის გვერდს. თუკი უკვე არსებულ ინტერნეტ გვერდს მივაბამთ, თანხაც არ დაგვეხარჯება. ამ პლატფორმაზე იქნება განთავსებული იდეეები, იქნება ხმის მიცემა და გვინდა, რომ აქვე ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოაგზავნონ იდეები“, - გვითხრეს პრესსამსახურში.

აღნიშნული პლატფორმის შექმნის ვალდებულება მუნიციპალიტეტის მერიამ OGP - ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აიღო.

თბილისის შემდეგ „შენი იდეა მერს“ ზუგდიდში ლაშა გოგიას ინიციატივით დაინერგა. პროექტის ფარგლებში ზუგდიდის ბულვარში მოქალაქე მერაბ ოყუჯავას იდეით პიანინო დადგეს. მერიაში ამბობენ, რომ მათ მეილზე მოქალაქეები არ აქტიურობენ და ზუგდიდელებს იდეების მათთვის გაგზავნისკენ მოუწოდებენ.

ამავე თემაზე:

პიანინო, რომელიც ზუგდიდის ბულვარში იდგა, გუბერნიის შენობაში შეიტანეს

ზუგდიდის ბულვარში პიანინო დადგეს (ფოტო)
Print