ახალი ამბები
გალის მცხოვრებლები: ენგურის ხიდზე მხოლოდ ბინადრობის უფლებით ან ფორმა 9-ით გვიშვებენ (ვიდეო)
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ენგურის ხიდზე, უკვე რამდენიმე საათია, გადმოდიან. მათი ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე მხოლოდ მათ უშვებენ, ვისაც ბინადრობის უფლება ან ფორმა 9 აქვთ.

ე.წ. საზღვარი უკვე გადმოლახეს სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც საახალწლო არდადეგებზე გალში იყვნენ.

"ამას რა ჯობია, ველოდებოდით ამ დღეს. ხალხმა ჯერ არ იცის, რომ მოძრაობა გაიხსნა. ჩვენ როგორც კი გავიგეთ, წამოვედით",- გვითხრეს ადგილობრივებმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა.

ამავე თემაზე:

ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა

Print