ახალი ამბები
თენგო ქობალიას დედა შვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციების გაგრძელებას გეგმავს (ვიდეო)
ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია დასრულდა. ქობალიას დედა აზა ჯოლოგუა სუს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ხელმძღვანელებთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ამისთვის მან შენობაში შეჭრაც სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით ბულვარის მიმდებარედ საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

ქობალიას დედა ამბობს, რომ აქციებს მანამ გამართავს, სანამ მის შვილს არ გაათავისუფლებენ. ამასთან, ჯოლოგუა შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრასაც ითხოვს.

alt

„ჩემი უდანაშაულო შვილის გათავისუფლებას ვითხოვ. სად გაექცეოდათ ჩემი შვილი, რომ გირაოთიც არ გამოუშვეს? გახარიას დედაშვილურად ვთხოვ, შემხვდეს“, - თქვა ჯოლოგუამ.

ქობალიასთვის მხადასაჭერად დღეს 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი ამბობენ, რომ აქციას მომავალშიც შეურთდებიან და გაცილებით მეტი ადამიანი შეიკრიბება.



აქციაზე მოგვიანებით თენგო ქობალიას ადვოკატი სოსო ჯანაშიაც მივიდა. სწორედ მისი თხოვნის შემდეგ დატოვა ტერიტორია ქობალიას დედამ.

„სასამართლომ არც 8 ათასი ხელმოწერა გაითვალისწინა და არც მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. სასამართლო ხელისუფლება ასრულებს სხვების დაკვეთას, ის გარემოებები, რაც სასამართლოზე წარვადგინეთ, საკმარისი იყო, რომ პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო. ქალბატონი აზას შვილი სიტუაციის მსხვერპლია და მას არც კი უსმენს ვინმე. ის საზოგადოება, ვინც ამ პეტიციის ავტორი იყო და ხელმოწერები შეაგროვა, ითხოვს პასუხს, არტომ არ იყო გაზიარებული მატი თხოვნა. დედა ითხოვდა პროკურორთან შეხვედრასად, მაგრამ უშედეგოდ“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

alt

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია პატიმრობაში რჩება. ქობალია, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.

ამავე თემაზე:

თენგო ქობალიას მხარდამჭერებმა ისევ სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს 


Print