ახალი ამბები
მერია: ყოფილი კინოთეატრის გვერდით შემოღობილი ტერიტორია შესაძლოა გაიხსნას
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ყოფილი კინოთეატრის გვერდით არსებული ტერიტორია, რომელიც შემოღობილია, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გაიხსნას. მერიის პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ საკითხის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის ინფორმირებული იყო და მასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

„ეს ტერიტორია შპს „კოლხეთს“ ჰქონდა იჯარით აღებული და სწორედ ამ კომპანიამ შემოღობა ფართი, თუმცა, ამ ეტაპზე ეს იჯარა გაუქმებულია და მერია საკითხს უახლოებს დღეებში მოაგვარებს“, - გვითხრეს პრესსამსახურში.

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივ ხელისუფლებას სწორედ აღნიშნული შემოღობილი ფართის შესახებ საკითხის შესწავლა სთხოვა. შელიამ თქვა, რომ საფეხმავლო გასასვლელი უკანონოდ არის შემოღობილი და მას კერძო პირი ვერასდროს დაიკანონებს.

ამავე თემაზე:

დეპუტატი ყოფილი კინოთეატრის გვერდით არსებული მიწის საკითხის შესწავლას ითხოვს
Print