ახალი ამბები
პოლონეთში ზუგდიდელი მამაკაცი მოკლეს
პოლონეთში, ვარშავის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია და მას  ჭრილობა ზურგის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ შესაბამისი პროცედურები დაწყებულია.

„პოლონეთში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე. დაწყებულია საქმის მოკვლევა. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები", - გვითხრეს უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიებას პოლონელი სამართალდამცავები აწარმოებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში პოლონელ კოლეგებთან თანამშრომლობს", - აღნიშნავენ შსს-ში.





Print