ახალი ამბები
ზუგდიდში მოზარდებისთვის მუსიკალურ-თეატრალური სტუდია იქმნება
ზუგდიდის მერიის ააიპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ დირექტორის მანუჩარ სამუშიას ინფორმაციით, ზუგდიდელი მოზარდებისთვის თეატრალურ-მუსიკალური სტუდია ჩამოყალიბდება. ამის შესახებ სამუშიამ საკრებულოში გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სტუდიაში სწავლა უფასო იქნება. მსურველები კი მეტყველებაში, სასცენო მოძრაობასა და ბალეტში იმეცადინებენ.

“უკვე შერჩულია საკმაოდ გამოცდილი პედაგოგები და ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, მარტში დავიწყებთ“, - თქვა სამუშიამ.

სტუდია კულტურის ცენტრ „ოდიშში“ განთავსდება.
Print