ახალი ამბები
ზუგდიდის მერიასთან ყოფილი მაღალჩინოსნის სოლიდარობის აქცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის მერიის წინ ყოფილი მაღალჩინოსნის, მუნიციპალური ქონების სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.


ორგანიზატორის, საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ხატია ჯანაშიას თქმით, მათ დღეს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ქობალიას დაკავების ფორმა მიუღებელია და იმ შემთხვევაში, რომ ის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდება, გამოძიებას ხელი არ შეეშლება.

alt

„მერიის წინ იმიტომ გადავწყვიტეთ აქციის გამართვა, რომ სწორედ ამ შენობაში მუშაობდა წლების მანძილზე და ემსახურებოდა კეთილსინდისიერად მუნიციპალიტეტს. ჩვენ კარგად ვიცნობთ მას და სიმართლის დადგენას მისი გირაოთი გამოშვება ხელს ნამდვილად არ შეუშლის“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

alt

აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ისინი შეკრებილების წინაშე სიტყვითაც გამოვიდნენ და თქვეს, რომ ოჯახის მოთხოვნას უერთდებიან და თვლიან, რომ თენგო ქობალია გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს.

alt

მშვიდობიანი აქციის ბოლოს მხარდამჭერებმა პეტიციაზე „სოლიდარობა თენგო ქობალიას“ ხელიც მოაწერეს.

ამავე თემაზე:

ქობალიას მხარდამჭერებმა სოლიდარობის პეტიციაზე ხელი საჯაროდ მოაწერეს 
Print