ახალი ამბები
სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
შს სამინისტროს  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული კ.ტ. ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 8 აბი, საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ და მცირე ზომის ფლაკონი, რომელშიც ასევე მოთავსებულია ნარკოტიკული საშუალება. პოლიციის მიერ ამოღებულ ნივთმტკიცებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიმდინარეობს.

Print