რეგიონი
გელა თოლორაია საკრებულოს სხდომას რამდენიმე წუთით დაესწრო
"ევროპული საქართველოს" წევრი გელა თოლორაია ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომას მიმდინარე წელს პირველად დაესწრო. მან ორ საკითხს უყარა კენჭი და დარბაზი მალევე დატოვა. როგორც დეპუტატმა რადიო "ათინათს" უთხრა, ის დღეს ბათუმში მიემგზავრება და სხდომის დატოვება სწორედ ამ მიზეზის გამო მოუწია.

"ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ საკითხის განხილვას დავესწარი, ეს თემა მაინტერესებდა და კენჭიც ვუყარე. რაც შეეხება სხდომის დატოვებს, დღეს ჩემი გუნდი "კორცხელი" რეგიონ-ლიგაში მონაწილეობს და ამის გამო ბათუმში მაქვს შეხვედრა", - თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, ის შემდეგ სხდომებს დაესწრება და საკუთარ ინიციატივებსაც გააჟღერებს.

შეგახსენებთ, რომ თოლორაიას სხდომაზე დასწრება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააპროტესტეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მან მანდატი მათი პარტიის ხმებით მოიპოვა და უფლებას არ მისცემენ დაესწროს სხდომებს, როგორც "ევროპული საქართველოს" დეპუტატი.

თოლორაიამ ენმ 2017 წელს დატოვა.

ამავე თემაზე:

სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხმაური - რას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში (ვიდეო)

ბათლომე შელია: ენმ-ს წევრები აქ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ გელა თოლორაია დასაჯონ (ვიდეო)

გელა თოლორაია საკრებულოს სხდომას რამდენიმე წუთით დაესწრო
Print