ახალი ამბები
ზუგდიდში ოსტროვსკის და კიკვიძის ქუჩებს შესალოა სახელწოდებები შეეცვალოს
დეპუტატი ირაკლი ლაგვილავა ზუგდიდში ნიკოლაი ოსტროვსკის და ვასილ კიკვიძის ქუჩების სახელწოდების შეცვლის ინიციატივით საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა. მისი თქმით, ამ აზრს მოსახლეობაც იზიარებს. 

„ნიკოლაი ოსტროვსკი საბჭოთა კავშირისა და ბოლშევიზმის მეხოტბეა,  რომელმაც შექმნა ნაწარმოები „როგორ იწრთობოდა ფოლადი“,  ხოლო არქანჯელო ლამბერტი იყო მოგზაური, რომელმაც სამეგრელო გააცნო მსოფლიოს. ასევე მეორე ინიციატივაა, რომ ვასილ კიკვიძის ქუჩას დაერქვას მშვიდობის ქუჩა. კიკვიძე განსაკუთრებული სისასტიკით იბრძოდა არაკომუნისტი ადამიანების წინააღმდეგ“, - განმარტა მან.

საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას განიხილავენ.

დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთი უსახელო ქუჩას ფარნავაზ მეფის სახელი დაერქვას.

Print