ახალი ამბები
ჩხოროწყუს პოლიციის ორი თანამშრომელი ნარკოტიკების მოხმარებისთვის გაათავისუფლეს
გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ჩხოროწყუში შს სამინისტროს ორი თანამშრომელი ნარკოტიკების მოხმარებისთვის  გაათავისუფლეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელს - ნ.დ.-ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - დ.გ.-ს, შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე ცნობით,  საქართველოს კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ეკრძალებათ.
Print