ახალი ამბები
გიგი სიჭინავას ფაზლები გაზაფხულიდან გაიყიდება
ზუგდიდელი მხატვრის გიგი სიჭინავას ფერწერული ნამუშევრების ფაზლები გაზაფხულიდან გაიყიდვაში ჩაეშვება. მოზარდის დედამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ამ იდეის განსახორციელებლად მუშაობა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ყველა ნახატის ასლს დაამზადებს, რისთვისაც ზუგდიდის მერიამ გიგი "განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების" პროგრამიდან  1200 ლარით დააფინანსა.

„პირველ ეტაპზე უნდა დავამზადო ყველა ნიმუში, რადგან მომხმარებელმა ნახოს თუ რა ნახატებია და რა ფორმის. შემდეგ კი რომელიც მოეწონება, იმას დაგვიკვეთავს. ფაზლების წარმოებაში ჩაშვებას აუცილებლად ამ წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ. მე, როგორც ვიცი, გიგი  პირველი იქნება საქართველოში, ვინც ფერწერული ნახატებით ფაზლს დაბეჭდავს“, - ამბობს ნათია სახოკია.

გიგი სიჭინავა „თიბისი ბანკის“ სტიპენდიანტიც გახდა.

ამავე თემაზე:

გიგი სიჭინავა „თიბისი ბანკის“ სტიპენდიანტი გახდა
Print