ახალი ამბები
გუბერნია: ყინულის სასახლის ადგილას სასტუმროს აშენების საკითხზე საჯარო დისკუსია უახლოეს მომავალში გაიმართება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია მოსახლეობასთან ყინულის სასახლის ადგილას სასტუმროს სავარაუდო აშენების საკითხის განხილვის მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გუბერნიაში განუცხადეს. მათივე თქმით, დროის დასაზუსტებლად ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა მოეწყოს საჯარო განხილვა, სადაც პროექტის დეტალური წარდგენა მოხდება და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები დააფიქსირონ. ამჟამად მერია თარიღს აზუსტებს. უნდა მოხდეს შეთანხმება კომპანიის წარმომადგენლებთან, არქიტექტორებთან და აშ. დისკუსიის ჩატარების დრო და ადგილი უახლეს მომავალში გახდება ცნობილი“, - აცხადებენ გუბერნიაში.

16 თებერვალს სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმროს სავარაუდო მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. ამის შესახებ „ათინათს“ მოქალაქე მერაბ ოკუჯავამ უთხრა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს სავარაუდო მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იგეგმება
Print