ახალი ამბები
ზუგდიდში 5 საბავშვო მოედანი მოეწყობა
ზუგდიდში საბავშო მოედნები კომბინატის დასახლებაში, ცოტნე დადიანის, ერისთავის და ბუკიას ქუჩებზე მოეწყობა. აღნიშნული პროექტები საკონსულტაციო საბჭომ მოიწონა და დასაფინანსებლად სამთავრობო კომისიას გადაუგზავნა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერიაში უთხრეს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 160 ათასი ლარია.

საბჭოს სხდომა სამხარეო ადმინისტრაციაში 13 თებერვალს გაიმართა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
Print