ახალი ამბები
მერია TI-ის კვლევაზე: ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ აქვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში „საერთაშორისო გამვჭირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის საპასუხოდ ამბობენ, რომ მერიის სატენდერო კომისია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. საუბარია შპს „ზუგდიდის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორისა და მისი მეუღლის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების მიერ მერიის ტენდერების ხშირ გამარჯვებებზე.

მერიაში რადიო „ათინათს“ ასევე უთხრეს, რომ ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მერიის შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები - „ზუგდიდავტოტრანსჯორჯია”, „ზუგდიდავტოტრანსი” და „სუფთა ქალაქი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ.


ამავე თემაზე:


ბადრი ნემსაძე: ტენდერებს, შეიძლება, ვიგებდეთ, მაგრამ შემოსავალი არ არის

TI: „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორისა და მეუღლის კომპანიები ტენდერებს იგებენ




Print
თეგები: ტენდერი / მერია / TI /