ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლების მოსაწესრიგებლად მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, 1 500 000 (მილიონ ნახევარი) ლარი გამოეყო. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ საჯარო სკოლებში სველი წერტილებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მიზნობრივი ტრანსფერის სახით 750 ათასი ლარის გამოყოფას მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა. მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ დამატებით 750 ათასი ლარი სწორედ ამის შემდეგ გამოიყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება, საჯარო სკოლის დირექტორებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ გააცნო.

"თანხა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოეყო სკოლების ინფრსატრუქტურის მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანია და შესაძლებლობას მოგვცემს, ის პირველადი საჭიროებები მოვაგვაროთ, რაც სკოლებს აქვთ, ამისთვის კი პრიორიტეტების განსაზღვრაა საჭირო“, -აღნიშნა შენგელიამ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სკოლებში სველ წერტილებს მოაწესრიგებენ




Print