პოლიტიკა
თენგო ჯგუშია ზუგდიდში მასშტაბურ აქციას აანონსებს (ვიდეო)
{{PHOTOGALLERY}}„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია აქციას სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო აშენებასთან დაკავშირებით აანონსებს. მისი თქმით, ის იქნება მასშტაბური და ზუგდიდელები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. ჯგუშიამ ასევე ისაუბრა, პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძისა და კახა კუჭავას ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობებს დაარეგულირებს. მისი თქმით, ის ამ ინიციატივას მიესალმება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება სკეიტ პარკის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით, ამ კანონპროექტთან წინააღმდეგობაში მოდის.

„ახალი ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე აიკრძალება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა მივესალმები, თუმცა ამ კანონპროექტთან წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივი ხელისფლების გადწყვეტილება დადიანების სასახლის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენების. ეს არის კორუფციული გარიგება ადგილობრივ ხელისუფელბასა და სამშენებლო კომპანიას შორის. ისინი ცდილობენ, რომ ამ კანონის მიღებამდე გაასხვისონ სკეიტ პარკის ტერიტორია. ხვალ მასშტაბურ აქციას ვუდგები სათავეში. ეს იქნება ერთის მხრივ მხარდასაჭერი აქცია ხელისუფების მხრივ ინიცირებული კანონპროექტის, ხოლო მეორეს მხრივ ეს იქნება საპროტესტო აქცია სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების წინააღმდეგ“, - თქვა მან.

ჯგუშია ამ და სხვა თემასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას და მერის მოადგილეს გიორგი შენგელიას დებატებში იწვევს. ის მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ ამისთვის საეთერო დრო გამონახონ.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მოეწყო.

Print