ახალი ამბები
კომბინატის კულტურის სახლში გათბობის სისტემა დამონტაჟდება
ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დარბაზში გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემა დამონტაჟდება. შესაბამისი წინადადება საკრებულომ დღეს ერთხმად მოიწონა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება, რისთვისაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბესიკ ჭეჟიას ინფორმაციით, სავარაუდოდ, 300 ათას ლარამდე დაიხარჯება. 

Print