ახალი ამბები
დადიანების სასახლის რეაბილიტაციისთვის თანხას ფონდი "ქართუ" გამოყოფს
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილში ჩაუტარდება. შესაბამისი სამუშაოებისთვის 2 მილონ ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, თანხას ფონდი "ქართუ" გამოყოფს.

„მთლიანი რეაბილიტაციაა დაგეგმილი. დაახლოებით ორ მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ნიკოსეულ სასახლესთან შედარებით, გაცილებით კარგ მდგომარეობაში დადიანების სასახლე. შემთხვევა რაც დილით მოხდა ძალიან სამწუხაროა, ამიტომ გვინდა რომ სამუშაოები სწრაფად დაიწყოს. პროექტს ფონდი "ქართუ" დააფინანსებს“, - აღნიშნა ანთიძემ.

ეკატერინეს სასახლეში, ერთ-ერთ დარბაზში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.

ამავე თემაზე:
ლილი ბერაია: ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულ ექსპონატებს აღადგენენ


Print