რეგიონი
ზუგდიდში ავტომანქანა გაქურდეს
ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ "ალიანსის" მიმდებარად ავტომანქანიდან ჩანთა მოიპარეს. ამის შესახებ მანქანის მეპატრონემ თამარ თოდუამ რადიო "ათინათს" უთხრა. მისი თქმით, ჩამტვრეულია საქარე მინა და და წაღებულია ჩანთა, რომელშიც საბუთები და 400 ლარი იდო.

"მანქანა დავაყენე ალიანსთან და ბავშვები შევიყვანე ცეკვის გაკვეთილზე. ერთ საათში რომ გამოვედი, მანქანის მინა ჩამტვრეული იყო. ჩანთაში საბუთები და ფული, დაახლოებით, 400 ლარი მქონდა", - ამბობს თოდუა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
Print