რეგიონი
შეურაცხყოფა და დაპირისპირება ზუგდიდის ერთ-ერთ მარკეტში - შსს-მ გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში, საჯვაროს უბანში მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში,ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სამმა მამაკაცმა კონსულტანტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში კერძო დაცვის თანამშრომშრომელი ჩაერთო, რაც უკვე მათ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მაღაზიის სამი თანამშრომელი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ისინი შეშინებულები იყვნენ და ჰოსპიტალიდან მალე გაეწერებიან.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ სხეულის დაზიანება ან ცივი იარაღის გამოყენება არ მომხდარა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება კი ფაქტზე სს კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

Print