რეგიონი
ყოფილი კინოთეატრის გვერდით შემოღობილი ტერიტორია გაიხსნა
ზუგდიდის ცენტრში, ყოფილი კინოთეატრის გვერდით არსებული ტერიტორია, რომელიც შემოღობილი იყო, გაიხსნა. მერიის პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ საკითხის შესახებ ზედამხედველობის სამსახურმა შპს "კოლხეთი" წერილობით გააფრთხილა და ხელოვნური ბარიერებიც კომპანიამ ამის შემდეგ თავად მოხსნა.

მანამდე აღნიშნულთან დაკავშირებით მერიაში გვითხრეს, რომ ტერიტორია შპს „კოლხეთს“ ჰქონდა იჯარით აღებული და სწორედ ამ კომპანიამ შემოღობა ფართი, თუმცა, იჯარა გაუქმებულია.

უფრო ადრე ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივ ხელისუფლებას სწორედ აღნიშნული შემოღობილი ფართის შესახებ საკითხის შესწავლა სთხოვა.

ამავე თემაზე:

მერია: ყოფილი კინოთეატრის გვერდით შემოღობილი ტერიტორია შესაძლოა გაიხსნას

დეპუტატი ყოფილი კინოთეატრის გვერდით არსებული მიწის საკითხის შესწავლას ითხოვს

.




Print