ზუგდიდში, საჯვაროს უბანში მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს.  
ინფორმაცია რადიო 
„ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 
4 მარტს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სამმა მამაკაცმა კონსულტანტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში კერძო დაცვის თანამშრომელი ჩაერთო, რაც უკვე მათ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 
მომხდარზე  გამოძიება კი ფაქტზე სს კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო. 
ამავე თემაზე:შეურაცხყოფა და დაპირისპირება ზუგდიდის ერთ-ერთ მარკეტში - შსს-მ გამოძიება დაიწყო			 
			
მასალის გამოყენების პირობები