ახალი ამბები
ზუგდიდში დღეიდან რამდენიმე ქუჩაზე გზა გადაიკეტება
ზუგდიდში, თაბუკაშვილისა და კოსტავას ქუჩის კვეთიდან კიტიასა და კოსტავას ქუჩის კვეთამდე გზა რამდენიმე დღე სრულად გადაიკეტება. მერიის ინფორმაციით, გზის გადაკეტვა წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ადგილებში  სამი დღით შეიზღუდება.


შენიშვნა: ნიუსის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ გზა ნარმანიასა და კოსტავას ქუჩის კვეთიდან, კოსტავასა და დადვანის ქუჩის კვეთამდე გადაიკეტებოდა. აღნიშნული ინფორმაცია მერიის ფეისბუქის გვერდზე იყო განთავსებული.

Print