რეგიონი
ავარია ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე - დაშავებულია ორი ადამიანი (ფოტო)
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, სამი ავტომობილი კი დაზიანდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ერთ მანქანას, შემდეგ კი მეორეს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ორივე მათგანი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია და მათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება.
Print