ახალი ამბები
წალენჯიხაში ხანძარს 83 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ერთ-ერთ დასახლებაში ხანძარს 83 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. ამავე ცნობით, თითქმის დამწვარია ორსართულიანი სახლი.

„მეხანძრე-მაშველებს ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცი დახვდათ. სავარაუდოდ, ხანძარი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლიანად დამწვარია“, - აცახდებენ საგანგებოში.

შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

შს სამინსიტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
Print