რეგიონი
რუხში დაკარგულ ადგილობრივს ეძებენ (ფოტო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კაკაბაძეების ოჯახი დაკარგულ 83 წლის ქალს, თალიკო პატარაიას ეძებს. როგორც რადიო „ათინათს“ დაკარგულის მეზობელმა ლერი გუჩუამ უთხრა, ის სახლიდან გუშინ, დაახლოებით, 16 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.



„გუშინ უნახავთ აბასთუმნის შესასვლელში, მაგრამ ამის შემდეგ მის შესახებ არაფერი ვიცით. პოლიციას მივმართეთ“, - გვითხრა გუჩუამ.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებაში შესულია შეტყობინება და სამართალდამცავები ქალის ადგილსამყოფლის დასადგენად შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.





Print