ახალი ამბები
ზუგდიდში სასწრაფოს ახალი ცენტრი ჭითაწყარში აშენდება
ზუგდიდში, ლომთათიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრის ასაშენებლად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მშენებლობისთვის კი 540 ათასამდე ლარი გამოიყო.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან, დაახლოებით, ოთხ თვეში უნდა დაასრულოს.

ტენდერში წინადადებები 10-დან 15 აპრილის ჩათვლით მიიღება.

ამავე თემაზე:

მერია: ზუგდიდში ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება





Print