ახალი ამბები
წალენჯიხაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია სახლს შეუძენს
წალენჯიხაში, ფახულანის ერთ-ერთ დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს  მერია საცხოვრებელ სახლს შეუძენს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ უთხრა. მისივე თქმით, სახლს 20-25ათასი ლარის ფარგლებში შეიძენენ.

„ერთი სახლი გვქონდა არჩეული, მაგრამ მაგაზე უარი თქვეს. თვითონ ოჯახი ეძებს და ჩვენ შევისყიდით 20 - 25 ათასი ლარის ფარგლებში. პროგრამით ადრე 3000 ლარამდე იყო გათვალისწინებული, თუმცა ცვლილებები შეგვაქვს და ისეთ ოჯახებს, რომლებიც სტიქიური უბედურებების გამო თავშესაფრის გარეშე რჩებიან საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ“, - ამბობს ფარცვანია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ერთ-ერთ დასახლებაში ხანძარს 83 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.  შემთხვევა 21 მარტს მოხდა.

ამავე თემაზე:

წალენჯიხაში ხანძარს 83 წლის მამაკაცი ემსხვერპლა


Print