ახალი ამბები
ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ შვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა
მესტიის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობის საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულის მამუკა ნიგურიანის დედა გამოცხადდა. საქმის პროკურორს ლევან ფიფიას მასთან 20-მდე კითხვა ჰქონდა, თუმცა მან შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მან ბრალდების მხარის ერთ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ მის შვილს გარდაცვლილთან კონფლიქტი ნამდვილად ჰქონდა.

„მთელი საგვარეულო ჩართული იყო, რომ შერიგებულიყვნენ. ჩემს შვილსაც ვთხოვდი, რომ შერიგებულიყო და ყველას... ვფიქრობ ისინი შერიგდებოდნენ, თუმცა ამ საქმეს შუამავლები სჭირდებოდა“, - აღნიშნა ფალიანმა.

სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა გარდაცვლილის მეუღლე და ნათესავები.

აღნიშნულ საქმზე არსებითი განხილვა დასრულდა, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, თუმცა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება 5 აპრილამდე გადადო.

2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიჭო. ბრალდებული მამუკა ნიგურიანი ჯერ არ დაუკავებიათ და ის მიმალვაშია.

ამავე თემაზე:
ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებულის დედას სასამართლოში იძულების წესით მოიყვანენ
Print