ახალი ამბები
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ სიმამრმა დაჭრა
ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, სიმამრმა დაჭრა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წყარომ უთხრა. მისივე ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი წყვილის მალულად დაქორწინება გახდა.

„ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩუმად, რისი წინააღმდეგიც იყო გოგოს მამა. გოგო პირველ კურსზეა და ბიჭისთვის უთქვამს, სწავლას მორჩება და მერე ვნახოთ დაქორწინების ამბავიო. ამათ ჩუმად მოუწერიათ ხელი. ბიჭი საზღვარგარეთიდან არის დადეპორტებული და ცოლის გვარზეა გადასული, რაც გაიგო მამამ და სავარაუდოდ, ეს გახდა დაჭრის მიზეზი“, - ამბობს წყარო.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ქუჩაში ესროლეს.

„სროლის ხმაზე გარეთ გამოვედით რა იყო მიზეზი არ ვიცით, მხოლოდ სროლის ხმაზე გამოვედით. სამი გასროლა იყო“, - ამბობენ ადგილობრივები.

ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას ზედაპირული ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

ამავე თემაზე:
ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
Print