პოლიტიკა
შს მინისტრი ივანიშვილის სამეგრელოში ყოფნაზე: ეს იყო კერძო ვიზიტი
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტი მერის არჩევნებს არ უკავშირდება. გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ივანიშვილის კერძო ვიზიტი იყო.

„ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის, რომელიც პატივს სცემს სამეგრელოს. ადამიანის, რომელიც ბევრს აკეთებს ამ კუთხისთვის და გააკეთებს მომავალშიც“, - განაცხადა მინისტრმა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში.


ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე დღის წინ ჯერ სოფელ ხიბულაში, შემდეგ კი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს საკუთარი სახსრებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებას და ეკლესიის მშენებლობაში დახმარებას დაჰპირდა. 



Print