ახალი ამბები
მარტვილის მამათა მონასტერში ცეცხლი ლოკალიზებულია (ფოტო)
ამ დროისთვის მარტვილის მამათა მონასტრის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

ამავე ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 200 მ² -მდე ფართობი.

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამჯერად მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების ლოკალიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტოები: ონისე ჯანაშია

ამავე თემაზე: მარტვილის მამათა მონასტრის კელიაში ხანძარია
Print