პოლიტიკა
სანდრა რულოვსი ზუგდიდში ჩაეწერა
გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში ერთ-ერთ მისამართზე დარეგისტრირდა. ის ზუგდიდის იუსტიციის სახლში დღეს იმყოფებოდა. ინფორმაციას „ოდიშინიუსი“ ავრცელებს.

„დავრეგისტრირდი საცხოვრებელ ადგილზე აქ, ზუგდიდში. ხვალიდან, ალბათ შევა ძალაში და ვიქნები ზუგდიდელი. ვნახოთ, როგორ მიმიღებენ ზუგდიდელები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მათთვის მისაღებია. ვიქნები ზუგდიდელი და ვეცდები, დავეხმარო მათ უკვე მერის ამპლუაში და სულ დავრჩე აქ“, - აღნიშნა რულოვსმა.

მისი წარდგენა ოფიციალურად 7 აპრილს იგეგმება.



Print