ახალი ამბები
სანდრა რულოვსმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი პარტიის ლიდერებთან ერთად მიაგო. მისი თქმით, ეს დღე არის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლო.

„დღეს ცხრა აპრილია. ჩვენ არ დავივიწყებთ იმ გმირებს ვინც 30 წლის წინ მოკლა კრემლის სადამსჯელო მანქანამ. ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, ხალხს უნდოდა დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, რაც მოიპოვა  2 წლის შემდეგ და ამაში ზვიად გამსახურდიამ დიდი როლი ითამაშა. არამარტო გლოვის დღე და ხსენების დღეა, ეს არის გამარჯვების, თავისუფლების და სიმტკიცის დღე. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. დღესაც ჩვენ აგრესიული მეზობელი გვყავს და ცუდად იქცევა საოკუპაციო ხაზთან, ხან შამგონაში, ხან ატოცში და ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა ყოველდღე“, - აღნიშნა რულოვსმა.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. 

Print