ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია: დღეიდან ვიწყებ ზუგდიდში ადამიანების დამონების წინააღმდეგ ბრძოლას
"სამეგრელოს ხმის" ლიდერისა და ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თენგიზ ჯგუშიას განცხადებით, დღეიდან ის აქტიურად იწყებს ბრძოლას ადამიანების დამონების წინააღმდეგ. მისი თქმით, 9 აპრილის 30-ე წლისთავზე ივანიშვილი რუსული სტანდარტებით მონობას ამკვიდრებს საქართველოში.

„თენგიზ ჯგუშია 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, თავისუფლების დღეს იწყებს განსაკუთრებულად მწვავე რეჟიმში ამათთან დაპირისპირებას, ზუგდიდში დამკვიდრებული  მონობის წინააღმდეგ, ადამიანების დამონების წინააღმდეგ. აი, ეს არის დღევანდელი განცხადების არსი“, - ამბობს ჯგუშია.

მან აქცია ჯერ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გამართა, შემდეგ კი თავისუფლების მოედანთან, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას საარჩევნო პლაკატია გაკრული.  მან სპეციალურად მოტანილ კიბეზე ასვლა და ფლომასტერით შენგელიას საარჩევნო პლაკატზე წარწერის გაკეთება სცადა, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.


Print