ახალი ამბები
ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ზედაეწერის ბაღის აღმზრდელს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა
ზედაეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელს, რომელსაც ბრალად  ხუთი წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა ედება, სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ უთხრა.

„სასამართლოსგან მოგვივიდა განჩინება, რის საფუძველზეც მას შეუჩერდა უფლებამოსილება. გუშინ მოგვივიდა წერილი, რომელშიც ისინი ჩვენგან რეაგირებას ითხოვენ. დღეიდან არ იმუშავებს ბაღის აღმზრდელად. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - ამბობს თოლორაია.

ბაღის აღმზრდელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მშობელი მასწავლებელს 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი  შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონ შეესწრო.

შს სამინისტრომ მასწავლებელს ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარუდგინა.

ამევე თემაზე:
ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ზედაეწერის ბაღის აღმზრდელს 5000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ზედაეწერში მშობელი ბაღის მასწავლებელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს
Print