ახალი ამბები
მთავრობა "ნენსკრა ჰესის“ ასაშენებელად მესტიაში მიწის ნაკვეთებს ერთ დოლარად ასხვისებს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქონების ეროვნული სააგენტო კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ 55 წლის ვადით მესტიის სოფელ ნაკრაში 4 მიწის ნაკვეთს აღნაგობის უფლებით ერთი დოლარად გადასცემს, სოფელ ხაიშსა და ჭუბერში კი ორ მიწის ნაკვეთს ამავე ფასად მიყიდის.

8 აპრილს გამოცემული განკარგულების შესაბამისად, საპრივატიზაციო და სარგებლობაში გადაცემის საფასური 1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში კომპანიამ ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ამასთან, ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2015 წელს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულდეს, რაც „ნენსკრა ჰესის“ აშენებასა და ექსპლუატაციაში მიღებას ითვალისწინებს.

სვანეთში ჰესებისა მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტეს. ადგილობრივების ნაწილი თვლის, რომ რეგიონში ჰესების მშენებლობა გარემოს ზიანს მიაყენებს.

ამავე თემაზე:

მწვანე ალტერნატივამ და EMC-იმ ნენსკრა ჰესის პროექტზე სასამართლოში დავა დაიწყეს


Print