ახალი ამბები
მწვანე ალტერნატივამ და EMC-იმ ნენსკრა ჰესის პროექტზე სასამართლოში დავა დაიწყეს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და მწვანე ალტერნატივამ, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, ნენსკრა ჰესის პროექტის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს.  სარჩელის მოთხოვნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, მოსარჩელეების მტკიცებით, უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების გარდა, ასევე, სასამართლოს დავის დასრულებამდე, გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება წარმოადგენს. ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. დავა შეეხება სვანეთში, ჭუბერისა და ნაკრას ტერიტორიებზე დაგეგმილი 280 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს, რომელსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი და კორეული სახელმწიფო წყლის კომპანია K-water ახორციელებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, EMC და მწვანე ალტერნატივა მოითხოვენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ნენსკრა ჰესის განახლებული პროექტი, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი დოკუმენტის - გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მომზადების ვალდებულებისგან გათავისუფლდა. ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით, პროექტში არსებითი ხასიათის ტექნიკური, ტექნოლოგიური და რაც მთავარია, ადგილმდებარეობის ცვლილებების მიუხედავად, ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში გარემოსდაცვითი საფრთხეების შესაფასებლად საკმარისად ჩაითვალა 2015 წელს მომზადებული გზშ-ს ანგარიში.

სარჩელის ავტორ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ნენსკრა ჰესის პარამეტრების ცვლილების გარდა, 2018 წლის 5 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენის შედეგად, შეცვლილია საპროექტო არეალის და მთლიანად ჭუბერის ხეობის არსებული ბუნებრივი და სოციალური გარემო, რაც სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ განუხილავს. 

2015 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე გასცა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის. თუმცა, დამფინანსებელთა მოთხოვნით (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა), კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ თავიდან შეისწავლა მსხვადასხვა კომპონენტი (ჰიდროლოგია, გეოლოგია, ბიომრავალფეროვნება და ა.შ). შედეგად, პროექტში შევიდა მნიშვნელოვანი ტექნიკური, ტექნოლოგიური და ადგილმდებარეობის ცვლილებები, მათ შორის კაშხლის ღერძის, სიმაღლისა და კონსტრუქციის ცვლილება, ნაკრას წყალგამტარი გვირაბის მდებარეობის ცვლილება და სხვა.

სვანეთში ჰესებისა და სხვა საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტეს. ადგილობრივების ნაწილი თვლის, რომ რეგიონში ჰესების მშენებლობა გარემოს ზიანს მიაყენებს.

ამავე თემაზე:


ეკონომიკის სამინისტროსა და  „ნენსკრა ჰიდროს“  შორის მემორანდუმი გაფორმდა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.