პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია:"ოცნების” შტაბი ჩვენი შეხვედრების ჩაშლას ცდილობს (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ჭითაწყარში, დევნილთა ჩასახლებაში მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" აქტივისტი გიორგი გოგინავა პროვოკაციის მოწყობას და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა.

"ზონდერი გიორგი გოგინავა მოგვივარდა და შეეცადა სანდრას ხალხთან შეხვედრის ჩაშლას. ის "ქართული ოცნების" სახეა ზუგდიდში. ასეთი პროვოკაციებით სანდრას ხალხთან შეხვედრის მცდელობა დასრულდება წარუმატებლობით, მათი არავის ეშინია. ვაფრთხილებთ ხელისფლებას - რაც უფრო მეტ კრიმინალს ჩართავენ და პროვოკაციას მოაწყობენ, მით უფრო მწარე პასუხს მიიღებენ და დამარცხდებიან", - უთხრა ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გია ბარამიძემ.

ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი წითლიძის თქმით კი გოგინავა აქამდეც მონაწილეობდა დარბევებში. მისივე ინფორმაციით, ის გიორგი შენგელიას წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს.

ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ჟურნალისტებსაც აჩვენეს.


Print