რეგიონი
ზუგდიდში აქციაზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილემ ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა. 
რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში უთხრეს, რომ მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულოგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებული ზუგდიდის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.

ამავე თემაზე:

დაკავებული ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გრძელდება (ფოტო)

Print