პოლიტიკა
მოქალაქე: სანდრა რულოვსს მხედრიონის ხარჯზე უნდა ხმების მოკრება (ვიდეო)
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან მოქალაქე სანდრა რულოვსს დახვდა და თქვა, რომ მას მხედრიონის საშუალებით სურს ზუგდიდში ხმების მოპოვება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის გულისხმობდა მხედრიონის წარმომადგენლებში. მისივე თქმით, ის არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის.

„ჩემთვის აღმაშფოთებელია, რომ ადამიანი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ბანდიტი უწოდა, კენჭს იყრის მერობის კანდიდატად. მე მახსოვს კარგად მხედრიონის დრო და ასეთ უსამართლობას რომ ვხედავ, ნერვები არ მყოფნის“, - უთხრა ჟურნალისტებს მოქალაქემ.

კითხვაზე, რას ფიქრობს ის ზვიად გამსახურდიას მიმართ სალომე ზურაბიშვილის შეფასებაზე, აღნიშნა, რომ „არ აინტერესებს“.

სანდრა რულოვსი დღეს მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.


Print