ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია და „ ქართული ოცნების" აგიტატორი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია და "ქართული ოცნების" აგიტატორი ზეინაბ ქირია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მერობის კანდიდატმა მას გაუნათლებელი და მოსყიდული უწოდა.

„თქვენ ხართ ის ქალბატონი, რომელიც ბოლო ხმაზე ყვიროდით და ოცნებას „უპრავებდით" დანაშაულს. თვითმმართველობის გაგებაში არ ხართ, თქვენ ხართ გაუნათლებელი და მოსყიდული. თქვენნაირები ღუპავენ საქართველოს“, - უთხრა ჯგუშიამ ქირიას.

როგორც ქირიამ ჟურნალისტებს უთხრა, ის მერიის შენობასთან ჯგუშიას შემთხვევით შეხვდა. მისი თქმით, ის ახლობელს ესაუბრებოდა რა დროსაც მასთან მერობის კანდიდატი თვითონ მივიდა.

„რატომ ვარ უვიცი და მოსყიდული? აგიტაციის გულისთვის ფულს გიხდიანო. მე კარგად ვიცნობ ამ პიროვნებას და იმიტომ გავესაუბრე ამხელა შეურაცხყოფას არ ველოდი. „ქართული ოცნების“ აგიტატორი ვარ, ეს დანაშაულია? ადრე ვურჩიე, რომ თავი დაენებებინა ამ ყველაფრისთვის, ეტყობა ეს ჩარჩა გულში“, - თქვა ზეინაბ ქირიამ.

ზუგდიდის „ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ თუ თენგიზ ჯგუშიას მოქალაქეები უპირისპირდებიან, მან პრობლემა თავის თავში უნდა ეძებოს.

Print