ახალი ამბები
გიორგი პატარაია: ჩემთვის არავის უთქვამს, რომ დაკავებული ვიყავი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას მტკიცებით, მისთვის არავის უთქვამს, რომ დაკავებული იყო. პატარაიამ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მას ხელი სამმართველოში მხოლოდ გამოკითხვის ოქმზე მოაწერინეს, დაკავების ოქმი კი არ წარმოუდგენიათ.

"როცა ჩამსვეს მანქანაში, ვიკითხე, რა პროცესი იყო, თუმცა მითხრეს, რომ სამმართველოში განმიმარტავდნენ. სამმართველოში რომ ვიკითხე, დაკავებული რომ იყო, ხელბორკილებით შემოგიყვანდნენო, ასე მიპასუხეს",- თქვა პატარაიამ.

ოქმის შემდგენი კი ამტკიცებს, რომ პატარაიამ დაკავების ოქმის ხელმოწერაზე უარი თქვა.

ამ წუთებში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის ანა წითლიძისა და პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

სასამართლო ენმ-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით ირაკლი ფაცაციას არ დაკითხავს

ზუგდიდის სასამართლოში ენმ-ის აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს

შსს: ენმ-ის წევრები ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დავაკავეთ

ენმ: ზუგდიდში ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს

Print