ახალი ამბები
"ერთი დღე შენი ქალაქის სამსახურში" - ახალგაზრდების აქცია ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქალაქის ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ღონისძიებაში მათთან ერთად მონაწილეობა "ზუგდიდდასუფთავების" სამსახურმა მიიღო.
"ზუგდიდდასუფთავების წარმომადგენლები ჩავანაცვლეთ ერთი დღით და მათ მაგივრად ცენტრალური ბულვარის ტერიტორია დავასუფთავეთ. ეს ინიციატივა გაჩნდა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ  ქალაქში სისუფთავე და ამაში ახალგაზრდების წვლილი არის ძალიან ყურადსაღები.  ასევე ძალიან გვინდა , რომ ერთგვარად თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ დასუფთავების წარმომადგენლებს, რადგან ესენი არიან ადამიანები რომლებიც დილით 5 -6 საათზე გამოდიან და ქალაქს ასუფთავებენ, იმისთვის, რომ კომფორტულად და სუფთად ვიგრძნოთ თავი", - თქვა ახალგაზრდული ცენტრის წევრმა ანი ცირდავამ.

აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, გაუფრთხილდნენ ქალაქის იერსახეს და მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქციებში.

დედამიწის დღე 22 აპრილს, მსოფლიოს თითქმის 200 ქვეყანაში აღინიშნება. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.
Print