ახალი ამბები
ჩხოროწყუში ცეცხლმოკიდებული სახლიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს
ჩხოროწყუს ცენტრში ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სახლის მეორე სართული დაიწვა. ჩხოროწყუს მერის ინფორმაციით, მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ორი მოხუცი შშმ პირის გამოყვანა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ორი ადამიანი იყო სახლში, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ და საბედნიეროდ, ორივე უვნებლად გამოიყვანეს. ჩვენი რესურსებით, 5 ათასი ლარით დავეხმარებით ოჯახს და ასევე, ხის მასალებისთვის სამხარეო ადმინისტრაციასთან შუამდგომლობასაც გავუწევთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გოგუამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

Print